geo_flag eng_flag rus_flag

ვაისი: დიდი გუნდი არ ვართ, მაგრამ დიდებულ გამარჯვებას მივაღწიეთ
- +

8 ივნისი. 2016. 15:53


საქართველოს ნაკრებმა 7 ივნისს ესპანეთის ეროვნულ გუნდს სპარინგ მატჩში მინიმალური სხვაობით - 1:0 სძლია. შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა „ჯვაროსანთა" თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს ეს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა.


„წარმოუდგენელი და მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. საქართველოს ნაკრებს, წაგებების შემდეგ, ეს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა. ეს მეტ ძალასა და თავდაჯერებულობას შეგვძენს. დიდი გუნდი არ ვართ, მაგრამ რასაც მივაღწიეთ, ნამდვილად დიდებული გახლავთ.

 

ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ფავორიტთა შორისაა და დღევანდელი მარცხი მათ ნამდვილად არ აკარგვინებს ამ სტატუსს", - განაცხადა ვაისმა.


შეგახსენებთ, რომ ევრო 2016-ზე ესპანელებს ჯგუფიდან გასაღწევად ბრძოლა ჩეხეთის, თურქეთისა და ხორვატიის ნაკრებებთან მოუწევს. საქართველოსთვის კი, მიმდინარე შეკრება ამ ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა.




 

არქივი