geo_flag eng_flag rus_flag

გიორგი კვირიკაშვილი: სავარაუდო მსხვერპლთა რაოდენობას და ვინაობას გამოძიება დაადგენს
- +

17 თებერვალი. 2017. 03:44



პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  „ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკაში" მყოფი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოინახულა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ოპერაცია ჩაუტარდა.


პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უწმინდესი თავს კარგად გრძნობს და იგი მალე სამშობლოში დაბრუნდება.


„ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და მალე დაბრუნდება სამშობლოში. მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე. ჩვენთვის ეკლესიის, როგორც სახელმწიფოს ძლიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციის ერთიანობა, ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ რაც მოხდა იმაზე დეტალურ კომენტარს აღარ გავაკეთებთ, რადგან ამას მოჰყვა სპეკულაციების უზარმაზარი ნაკადი, რაც ვფიქრობ უადგილოა. ჩვენ გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მუხტი ჩავაცხროთ, გამოძიებას მივცეთ საშუალება, დაასრულოს გამოძიება, დაადგინოს ყველა დეტალი და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ საჯაროდ. მე ყველა დეტალს ვფლობ. როდესაც სასულიერო პირი მომწამლავი ნივთიერებით კვეთს საზღვარს და მოდის იქ, სადაც პატრიარქი იმყოფება და ჩვენ მას ვაკავებთ, რა თქმა უნდა, დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი. სავარაუდო მსხვერპლთა რაოდენობას და ვინაობას გამოძიება დაადგენს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


 

არქივი