geo_flag eng_flag rus_flag

აკაკი ზოიძე: სახელმწიფო უწყებებში საახალწლო პრემიები მინისტრებისა და დეპარტამენტის უფროსებისთვის არ არის გათვალისწინებული
- +

22 დეკემბერი. 2016. 14:33



პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, სახელმწიფო უწყებებში საახალწლო პრემიები მინისტრებისა და დეპარტამენტის უფროსებისთვის არ არის გათვალისწინებული.


„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ სანამ კერძო სექტორში არ შეიქმნება კონკრეტული სამუშაო ადგილები, რთულია შევამციროთ შტატები. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. მიუხედავად ამისა სამინისტროები ცდილობენ, რომ კონკრეტული ადამიანები არ დაითხოვონ და შეამცირონ ხარჯები. მაგალითად პრემიები ამ საახალწლოდ გაიცემა მხოლოდ დაბალ რგოლზე და მინისტრი და დეპარტამენტის უფროსისთვის არაა გათვალისწინებული. შემცირდება ხარჯები საწვავზე, მივლინებებზე, მანქანებზე, მაგრამ მაინც ხდება ის, რომ ეს გარკვეულ ადამიანებს შეეხება და ეს ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.



 

არქივი