geo_flag eng_flag rus_flag

მიხეილ ჯანელიძე: დარწმუნებული ვარ, საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული ტექნიკური პროცედურა არ შეყოვნდება
- +

16 დეკემბერი. 2016. 11:16


  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მხოლოდ ტექნიკური პროცედურებია გასავლელი, რომელიც ახალი წლის დასაწყისში დაიწყება.


„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიღებულია. მნიშვნელოვანი ბარიერი, რომელიც იდგა საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის გზაზე, ვგულისხმობ შეჩერების მექანიზმს, გადალახულია. საქართველოსთან დაკავშირებით მსჯელობა შედგა. ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო არაფორმალურად შეთანხმდნენ. ამას სჭირდება ახლა ფორმალიზება, რომელიც ახალი წლის დასაწყისში წარიმართება. ეს პროცედურა, დარწმუნებული ვარ, არ შეყოვნდება, რადგან მხოლოდ ტექნიკურ პროცედურებს უკავშირდება. საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია. პროცედურები მიმდინარეობს და ეს პროცესი მალე დასრულდება", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

არქივი