geo_flag eng_flag rus_flag

ზვიად ძიძიგური: სამ საათში რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ლარის კურსი შეიცვალოს?!
- +

2 დეკემბერი. 2016. 16:21

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური ტელეკომპანია TV პირველის" ეთერში ლარის კურსთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, გუშინდელ მოვლენებში უფრო ემოციურ ელემენტებთან გვქონდა საქმე, რადგან სამი საათის განმავლობაში შეუძლებელია ლარის კურსი ასე შეიცვალოს.


„რა თქმა უნდა, მაწუხებს ის პრობლემა, რომელიც არის ქვეყანაში. ჩვენი პატარა ქვეყანა არის ირგვლივ მყოფი ქვეყნების ეკონომიკის გავლენის ქვეშ. გუშინ საპარლამენტო ტრიბუნიდან ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ლარის გაუფასურება მოხდა ძალიან სერიოზულად, სანამ ის თბილისიდან ქუთაისში ჩავიდოდა. ის, რომ სამი საათის განმავლობაში ხდება ლარის კურსის ვარდნა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია და ყველა დაადასტურებს იმას, რომ აქ ემოციური და აჟიოტაჟის ელემენტები არის, რადგან სამი საათის განმავლობაში რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ლარის კურსი შეიცვალოს?!

 

თანაც, თუ დავაკვირდებით იმ საკითხს, რომ გაყიდვასა და ყიდვას შორის სხვაობა გუშინ ძალიან მაღალი იყო, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აქ ემოციურ ელემენტებთან გვაქვს საქმე. შარშანაც ასე ატყდა აჟიოტაჟი, რომ არიქა, ლარი გარბის და რიგები დადგა სავალუტო ჯიხურებთან, დაიწყო გადახურდავების პროცესი, ხალხმა დაიწყო დოლარის ყიდვა და შემდგომში ეს მოსახლეობა თავად დაზარალდა", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

 

 

 

 

არქივი