geo_flag eng_flag rus_flag

კობა ჭუმბურიძე: როგორ წავიდა უმწიფარი ელენე ხოშტარია, იგივე „ლაკა“ რუსეთში?!
- +

29 ნოემბერი. 2016. 14:42

 

 

მწერალი კობა ჭუმბურიძე „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიედრის ელენე ხოშტარიას შესახებ აცხადებს:


„მიშასგან განდგომილი „ნაცმოძრაობის" შუქურ-ვარსკვლავი, ელენე ხოშტარია დაიბადა 1979 წელს.

 

უმაღლესი განათლება მოსკოვში მიიღო, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით...

სდექ!

 

ეს ამბავი მცირე ანალიტიკურ გაჩხრეკას მოითხოვს:

 

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მოსკოვში ამ ფაკულტეტის სტუდენტები რუსული უშიშროების იოლი და სასიყვარულო ლუკმები არიან.

 

ყოველ შემთხვევაში, ასეთ აზრებს ამკვიდრებდა პოლიტიკური ძალა - „მრგვალი მაგიდა" და ალბათ მართალიც იყო. ხალხი მანამდეც ამ აზრისა იყო.

ელენეს მამა კი ამ პარტიის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა გახლდათ, იმ ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი.

 

ანუ, ჩვენ გვაბოლებდნენ და თავის შვილებს მოსკოვში  უშიშროების ხახაში აგზავნიდნენ?

 

ეს ყველაზე უწყინარი ვერსიაა, სხვათა შორის.

 

უარესი რომელია, ხვდებით ალბათ.

 

1979 წელს დაბადებული ელენე, იგივე „ლაკა", რომელ წელს იქნებოდა სასტუდენტოდ შეღერებული? დაახლოებით 1996-97 წლებში, ხომ? ანუ, რუსეთმა დაამხო ეროვნული ხელისუფლება, დაიპყრო აფხაზეთი და სამაჩაბლო, გაწყვიტა ამდენი ქართველი და ამ ამბიდან ხუთიოდე წლის შემდეგ დამხობილი მამა შვილს დამამხობლის ხახაში გზავნის? აბა ჯერ უმწიფარი „ლაკა" მამის ნების გარეშე წავიდოდა იქ? რა სახსრებით? რატომ მეგობარ უკრაინაში არ წავიდა? რით იყო საქართველოს საზიზღარი მტერი და დამაქცევარი რუსეთი სხვაზე უკეთესი? ან რა გარანტია ჰქონდა მამას, რომ იქ მის შვილს არ „დაავერბოვკებდნენ"?

 

ჰოდა, ახლა ვფიქრობ, მიშას საგარეო საქმეთა მინისტრი გრიშა-ვაშა რომ ამავდროულად რუსეთის მოქალაქე იყო და ჟურნალისტის შეკითხვაზე რომ იკივლა - რუსეთზე გინდათ ცუდი მათქმევინოთ და ვერ მათქმევინებთ, იგი ჩემი მეორე სამშობლოაო, - ეგ გრიშა-ვაშა ამათთან შედარებით გულწრფელი მაინც იყო.

 

ესენი, მათ შორის ჩვენი „ლაკაც", რომ დაუჯერო, რუსეთის დაუძინებელი მტრები არიან.

 

ჰოდა, ახლა ეს ლაკა მშვენივრად იყენებს გაღმა შედავების ტაქტიკას და „ნაცი" კაცებისთვის არადამახასიათებელი ომახიანობით ამუნათებს უმრავლესობას.

 

მიშას ბრმად მორწმუნე ამომრჩევლებიც ხოშიანად გამოიყენეს ამ გაიძვერებმა, თორემ პარტიისთვის სხვა რამ რომ დაერქმიათ, განა რა პროცენტს აიღებდნენ?

 

აი ასე, უზნეოდ და უსინდისოდ მოატყუეს თავისივე ამომრჩეველი, არც იმის შერცხვენიათ, რომ ამ პარტიის სინდისზეა უამრავი ცოდვა და ამათი კუნტრუშა ლიდერები ყიყინებენ ახლა ასე ხმამაღლა სამართლიანობასა და სამშობლოს სიყვარულზე.

 

ვიტოვებ იმედს, რომ მათი პარტიის ავკაცობები გამომზეურდება და რაც შეიძლება მალე, თორემ ამდენჯერ გაცუცურაკებას არც „ოცნების" ამომრჩეველი მოითმენს",- განაცხადა ჭუმბურიძემ. 


 

 

 

 

 

წყარო : wyaro
არქივი