geo_flag eng_flag rus_flag

კახა კალაძის პასუხი ნიკა გვარამიას!
- +

28 ნოემბერი. 2016. 19:16

 

 

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ტელეკომპანიის საქმესთან დაკავშირებით ზეწოლა მიმდინარეობს, ეხმაურება:

 

„ჩვენ ძალიან ხშირად ვისმენთ ასეთ განცხადებებს. განსაკუთარებით ეს ხდება ოპოზიციური ლიდერების, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მხრიდან. ჩვენ ასეთ განცხადებებს ვისმენდით ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებაში, ჩვენდა სამწუხაროდ, ამაზე საუბრობდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. როდესაც ის პროკურატურაში დაიბარეს, აღმოჩნდა, რომ ეს იყო სიცრუე. დაიბარეს სხვა მოსამართლეები და აღმოჩნდა, რომ ეს იყო სიცრუე. თუ რაიმე ასეთი სახის შანტაჟი, ზეწოლა მიმდინარეობს ვინმეს მხრიდან, არსებობს შესაბამისი სტრუქტურები და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს რაიმე ხელმოსაკიდი, შეუძლია ეს პროკურატურას წარუდგინოს, დაიწყოს გამოძიება და დამნაშავემ აგოს პასუხი, თუ რაიმე ასეთი სახის დანაშაულები იკვეთება", - განაცხადა კალაძემ.

არქივი