geo_flag eng_flag rus_flag

არჩილ თალაკვაძე ხოშტარიას: როცა აზრის გამოხატვაზე გისმენდით მწარედ მეცინებოდა
- +

28 ნოემბერი. 2016. 13:24

 

 

„როცა აზრის გამოხატვაზე გისმენდით უბრალოდ მწარედ მეცინებოდა", - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ელენე ხოშტარიას პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.


თალაკვაძემ ასევე განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" აზრის გამოხატვის გამო ათასობით ადამიანი დაარბია.


„აზრის გამოხატვაზე უბრალოდ მწარედ მეცინებოდა როცა გისმენდით, იმიტომ რომ აზრის გამოხატვისთვის თქვენ რომ ხალხი გყავთ დარბეული, მაგდენი ათასი ადამიანი არავის ჰყავს მსოფლიოში დარბეული.

 

80 ათასი კომპენსაცია ჩვენ გადავუხადეთ ადამიანს, რომელსაც პლასტმასის ტყვია თვალში ესროლეთ და ეგ 80 ათასი საიდან მოვიდა? თქვენ ხომ არ შეაგროვეთ შემთხვევით? ეგ გადაიხადა გადასახადის გადამხდელმა, რომელსაც დღეს აქ ფასადურად ელაპარაკებით თითქოს ჩვენ დავანგრიეთ ეკონომიკა და ჩვენ გავაღარიბეთ ხალხი, თქვენი ერთი გასროლა 80 ათასი დაუჯდა და დანარჩენი ხარჯები მოიკითხეთ არამიანცის კლინიკაში, დარბეული ხალხი რომ იწვა რამდენი დაჯდა მათი ოპერაციები და რამდენი დაჯდა მათი რეაბილიტაცია. იქნება ამაზე ერთხელ მაინც წარმოადგინოთ ანგარიში", - განაცხადა თალაკვაძემ.

არქივი