geo_flag eng_flag rus_flag

ირმა ინაშვილი: არ ვაპირებ, დარჩენილი სიცოცხლე „ნაციონალურ მოძრაობასთან” კამათში გავატარო
- +

20 ნოემბერი. 2016. 00:19


„მე არ ვფიქრობ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თემა არის ისეთი აქტუალური, რომ ჩემი ჩემი დარჩენილი სიცოცხლე უნდა დავხარჯო "ნაციონალურ მოძრაობასთან" კამათში. დღეს ძალიან ბევრი პრეტენზიაა "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში", - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.


„მუსირებს აზრი, რომ ჩვენ დაპირსპირების რეჟიმში მარტო "ნაციონალურ მოძრაობასთან" ვიქნებით,  არავითარ შემთხვევაში. მე არ ვფიქრობ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თემა არის ისეთი აქტუალური, რომ ჩემი ჩემი დარჩენილი სიცოცხლე უნდა დავხარჯო "ნაციონალურ მოძრაობასთან" კამათში. დღეს ძალიან ბევრი პრეტენზიაა "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში. ჩვენ გვექნება ცხარე დისკუსიები "ქართულ ოცნებასთან" და რა თქმა უნდა "ნაცმოძრაობასთანაც" და  "ქართული ოცნების" მიმართულებით, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი წინადადებები გათვალისწინებული იქნება. დაგვიჭერენ მხარს გაგვიხარდება, არ დაგვიჭერენ მხარს, საკუთარ თავს დააბრალონ, იმიტომ რომ ჩვენ ხალხის სათქმელს ვიტყვით პარლამენტში და ამას როგორ განახორციელებეს"ოცნება", პასუხისმგებლობა მას ექნება", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

არქივი