geo_flag eng_flag rus_flag

გრიგოლ გიორგაძე ვენაში მიგრაციული პრობლემებისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო
- +

12 ნოემბერი. 2016. 15:44



საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე ავსტრიის რეპუბლიკაში, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მიერ, მსოფლიოში არსებული მიგრაციული პრობლემებისადმი მიძღვნილ მიგრაციის კონფერენციასა და მაღალი დონის შეხვედრას დაესწრო.


გრიგოლ გიორგაძე კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა და მსოფლიო მიგრაციული კრიზისის გადაჭრის გზებზე ისაუბრა. მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოთა ურთერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე 2016 წლის ნიუ-იორკის დეკლარაციით ლტოლვილთა კრიზისის გადასაჭრელად დასახული მიზნების შესრულებისთვის და არსებულ ლტოლვილთა კრიზისს უწოდა ტესტი სახელმწიფოთა დემოკრატიული ღირებულებებისთვის, როგორებიცაა ღირსება, თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და სამართლიანობა.


მინისტრის პირველი მოადგილე საქართველოს მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსაც შეეხო და დამსწრე საზოგადოებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ფარგლებში განხორციელებული რეფორმები გააცნო, მათ შორის, „საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონპროექტით გათვალისწინებული თავშესაფრის სისტემის ფუნქციონირების ახალი მოდელი.


კონფერენციას ესწრებოდნენ ევროკავშირის წევრი და კანდიდატი სახელმწიფოების  მაღალი რანგის თანამდებობის პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და აკადემია.  კონფერენციას უძღვებოდა მიხაელ შპინდელეგერი, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების ცენტრის (ICMPD) გენერალური დირექტორი.






 

არქივი