geo_flag eng_flag rus_flag

ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილზე: მნიშვნელოვანია, რომ არავინ ვაქციოთ კერპად
- +

8 ნოემბერი. 2016. 14:33


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილზე „ფაქტმეტრს" ესაუბრა და აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტი მნიშვნელოვანი ფიგურაა, თუმცა იგი კერპად არ უნდა აქციონ.


„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნების შედეგების ვიღაცისთვის გადაბრალება ან ერთი მხრიდან, ან მეორე მხრიდან, არაკეთილსინდისიერი მგონია.


სააკაშვილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა. ის პარტიის ერთ­ერთი მთავარი ფუძემდებელია და პარტიის ბევრი წარმატება სწორედ მის მოღვაწეობას უკავშირდება. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავინ არ ვაქციოთ კერპად. ყველა უნდა ემორჩილებოდეს თამაშის წესებს - სააკაშვილიც, მეც, ბოკერიაც და აბსოლუტურად ყველა. ზუსტად ამიტომ ვამბობ, რომ, თუ ჩვენ პარტიის თავმჯდომარის არჩევაზე ვსაუბრობთ, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ისე აღქმული, რომ ვაიმე, როგორ ვეკარებით ამ თანამდებობას და ეს ერთ ადამიანზე უნდა იყოს მიბმული. რა თქმა უნდა, არა. თუ ჩვენ შევინარჩუნებთ მოქნილობას, მუდმივი როტაციის პრინციპსა და განვითარებას, ყველას ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ექნება ამ პარტიაში", - განაცხადა ხოშტარიამ.


 

არქივი