geo_flag eng_flag rus_flag

თამარ ჩუგოშვილი: საქართველო აშშ-სთვის დარჩება ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანად რეგიონში
- +

8 ნოემბერი. 2016. 13:38




„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი თამარ ჩუგოშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:


„ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, საკმაოდ არაორდინარული, ვიტყოდი, განსხვავებული ყველა წინა საპრეზიდენტო არჩევნებისგან. ნებისმიერ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და დარჩება ასეთად. რომელმა კანდიდატმაც არ უნდა გაიმარჯვოს, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ კიდევ უფრო უნდა დავაახლოვოთ ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

 

ორივე ადმინისტრაციის შემთხვევაში მგონია, რომ საქართველო მთლიანად შეერთებული შტატებისთვის, ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, დარჩება ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანად ჩვენს რეგიონში და დარწმუნებული ვარ, რომ პირიქით, უფრო გაღრმავდება ჩვენი თანამშრომლობა ყველა მიმართულებით", - განაცხადა ჩუგოშვილმა.




 

არქივი