geo_flag eng_flag rus_flag

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ მხარს დავუჭერთ ამერიკელი ხალხის არჩევანს
- +

7 ნოემბერი. 2016. 13:11




„ჩვენ მხარს დავუჭერთ ამერიკელი ხალხის არჩევანს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კომენტირებისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამერიკა საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა.


„აშშ-ის მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტისა და საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნების პროცესში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო გასული 25 წლის განმავლობაში. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ამერიკასთან შემდგომი 25 წლის პარტნიორობის თაობაზე, რაც ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 


 

არქივი