geo_flag eng_flag rus_flag

„ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე წარადგენს
- +

6 ნოემბერი. 2016. 18:05


„ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარადგენს.



„ქართულ ოცნებაში" გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს ზვიად კვაჭანტირაძე უხელმძღვანელებს, პირველი მოადგილე სალომე ზურაბიშვილი გახდება, ხოლო უმრავლესობის კვოტით კომიტეტის მოადგილის თანამდებობას ირაკლი მეზურნიშვილი დაიკავებს.



სალომე ზურაბიშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი იქნება. მან არჩევნებში მონაწილეობა ე.წ. დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მიიღო.


 

არქივი