geo_flag eng_flag rus_flag

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” განცხადებას ავრცელებს
- +

1 ნოემბერი. 2016. 19:32



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" „ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივნის, სერგო რატიანის განცხადებას განცხადებითვე პასუხობს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზოვთ:


„გვინდა, გამოვეხმაუროთ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივნის, სერგო რატიანის განცხადებას იმის თაობაზე, რომ, თითქოს, მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, აკმამედ იმამკულიევის წინააღმდეგ შეიძლება განხორციელდეს ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირება. ჩნდება გარკვეული ეჭვები იმის თაობაზე, თუ რატომ შეიძლება ავრცელებდეს მსგავს დეზინფორმაციას სერგო რატიანი. მოვუწოდებთ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" თავი შეიკავოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და პროვოკაციული მოქმედებებისგან", - ნათქვამია განცხადებაში.



 

არქივი