geo_flag eng_flag rus_flag

„ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს
- +

29 ოქტომბერი. 2016. 17:06



„ქართული ოცნება  - დემოკრატიული საქართველო" „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გავრცელებულ დეზონფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:


„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომ თითქოს „ქართული ოცნება" საჯარო მოხელეებისგან არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო ბიულეტენზე „ქართული ოცნების" კანდიდატების წინასწარ განსაზღვრული ფორმით შემოხაზვას ითხოვს. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არის დეზინფორმაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას", - ნათქვამია „ქართული ოცნების" განცხადებაში. 


 

არქივი