geo_flag eng_flag rus_flag

ვალერი გელაშვილი: მზად ვარ ისე, როგორც არასდროს, ვემსახურო ჩემს ქვეყანას
- +

29 ოქტომბერი. 2016. 14:03



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი ხაშურის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.


მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩეველთან შეხვედრაზე ყურადღება „ქართული ოცნების" გუნდის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა.


„მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვემსახურები ჩემს ხალხს, ჩემს რაიონს. რამდენად შევძელი - ამას ამომრჩეველი შეაფასებს.

 

მე მაქვს მორალური უფლება, თვალებში შევხედო ჩემს ამომრჩეველს და ვუთხრა, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ახალი ხელისუფლება შეძლებს ქვეყნის სწრაფ განვითარებასა და თითოეულ ოჯახში კეთილდღეობის შეტანას. ყველა წინა არჩევნებში ყოველთვის ხელისუფლების ოპოზიციაში ვიყავი. დღეს თანამოაზრეებისა და თანაგუნდელების ნდობა და გულწრფელი მხარდაჭერა ასმაგად აძლიერებს ჩემს პასუხისმგებლობას.

 

მზად ვარ ისე, როგორც არასდროს, ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ჩემს რაიონს. დღეს არ შევუდგები იმ საქმეების ჩამოთვლას, რაც დეპუტატობის პერიოდში მე და ჩემს მიერ დაარსებულ კომპანიებს შეგვისრულებია.ეს ყველაფერი ამომრჩეველმა შესანიშნავად იცის.

მინდა მოვუწოდო რაიონის მოსახლეობას, ამომრჩეველს, აქტიურად დაუჭირონ მხარი ქვეყნის ხელისუფლების მიერ აღებულ კურსს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება, ყველა იმ გამოწვევის განხორციელება, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის", - განაცხადა ვალერი გელაშვილმა.


 

არქივი