geo_flag eng_flag rus_flag

„ქართული ოცნების“ გორის მაჟორიტარობის კანდიდატი ფლავის, ფლავისმანისა და ქერეს მოსახლეობას შეხვდა
- +

27 ოქტომბერი. 2016. 11:36




წინაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: ფლავის, ფლავისმანისა და ქერეს მოსახლეობას შეხვდა.


მაჟორიტარობის კანდიდატმა მომდევნო 4 წლის განმავლობაში განსახორციელებელ პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრა.



ქართული ოცნების" ეკონომიკური პოლიტიკის ერთ- ერთი მთავარი ორიენტირი მოსახლეობის დასაქმებაა. ჩვენი გუნდი შემდგომი 4 წლის განმავლობაში განახორციელებს ძირეულ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ განვითარებასა და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის ამაღლებას 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნით. ეს იქნება უმუშევრობის მკვეთრი შემცირებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი", - განაცხადა თემურ ხუბულურმა.

 



 

არქივი