geo_flag eng_flag rus_flag

ირაკლი შოთაძემ ეუთო-ს დელეგაციას უმასპინძლა
- +

25 ოქტომბერი. 2016. 17:38

 


საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე სამხრეთ კავკასიაში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ეუთო-ს თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს გიუნტერ ბეხლერს შეხვდა.


მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პროკურატურის ხელმძღვანელი პირები და ეუთო-ს მისიის დელეგაციის წევრები. მხარეებმა შეხვედრის მიმდინარეობისას განიხილეს საერთო ინტერესის სფეროს მიკუთვნებული საკითხები და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მზაობა გამოთქვეს.


შეხვედრის დასასრულს გიუნტერ ბეხლერმა ირაკლი შოთაძეს ეუთო-სა და საქართველოს პროკურატურას შორის დღემდე არსებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.





 

არქივი