geo_flag eng_flag rus_flag

მარიამ ჯაშის წინასაარჩევნო დაპირება სამგორის მოსახლეობას
- +

25 ოქტომბერი. 2016. 14:28



მარიამ ჯაში - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი სამგორის მე-12 ოლქში.

 

უშუალოდ სამგორის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, 2017 წელს უკვე დაგეგმილია და სამომავლოდ პრიორიტეტი მიეცემა შემდეგ ღონისძიებებს:


● 2017 წელს საცხოვრებელი კორპუსების წითელ ხაზებში არსებული საკანალიზაციო და წყალსადენის ქსელის შეცვლის სამუშაოები 250 000 ლარის ფარგლებში;


● 3 მისამართზე საკანალიზაციო და წყალსადენის ქსელის მოწყობის სამუშაოები 350 000 ლარის ფარგლებში;


● ვარკეთილსა და მე-3 მასივის I და X კვარტლებში სანიაღვრე ქსელების მოწყობის პროექტის დასრულება, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 1 500 000 ლარია; პროექტის განხორციელება მოსახლეობას კორპუსების ავარიულობას ააშორებს თავიდან;


● სპორტული მოედნების მოწყობა 2 მისამართზე და 11 საბავშვო სკვერის მოწყობა მხოლოდ 2017 წელს; სამომავლოდ ახალი სპორტული მოედნებისა და სკვერის მოწყობა; საერთო ჯამში აღნიშნულ სამუშაოებზე 2 890 000 ლარი დაიხარჯება.


● ახალი საგზაო სამუშაოები 1 500 000 ლარის ოდენობით.


● განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამგორის რაიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებას; მხოლოდ 2016 წელს თბილისში ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ სამგორის რაიონს შემოერთებულ სოფლებში დაინიშნება დამატებითი მუნიციპალური ტრანსპორტი;


● 2017 წლის დასაწყისში ექსპლუატაციაში შევა სოფ. წინუბანში საბავშვო ბაღი, რომელიც წინა საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ არ ფუნქციონირებდა.


● სამგორის რაიონში საბავშვო ბაღების უმრავლესობის რემონტი უკვე მიმდინარეობს, სამომავლოდ კი ადგილობრივი ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ახალი თანამშრომლობის პროექტებით დაიგეგმება ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა;


● რაიონში ხელი შეეწყობა სხვადასხვა საინვესტიციო პროექტის განხორციელებას, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის რაიონის მოსახლეობისათვის;


● საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობითი პროგრამები, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას შეუწყობს ხელს;


● ახალგაზრდობის განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობისათვის სპეციალური პროექტების შემუშავება და განხორციელება.





 

არქივი