logo_geo
გურამ გეგეშიძეს 5 მარტს დაკრძალავენ
- +

4 მარტი. 2020. 13:36

 

 

მწერალ გურამ გეგეშიძეს 5 მარტს, 14:00 საათზე, წმინდა იოანეს ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრიდან გამოასვენებენ, - ამის შესახებ ლექტორი ზაზა სიამაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„დიდი ქართველი მწერლის, ბატონ გურამ გეგეშიძის გამოსვენება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრიდან 5 მარტს, 14 საათზე (ვაჟა-ფშაველას გამზირის ბოლოს, ტელევიზია "ერთსულოვნების" გვერდით, მეტრო "სახელმწიფო უნივერსიტეტის" მიმდებარედ,“ - წერს ზაზა სიამაშვილი.

 

გურამ გეგეშიძე დაიბადა 1934 წლის 21 ივლისს, თბილისში, ექიმის ოჯახში. დაამთავრა თბილისის პირველი ვაჟთა სკოლა, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1957 წელს და მოსკოვის უმაღლესი სასცენარო კურსები 1962 წელს.

 

წლების განმავლობაში მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. იყო რუსთაველის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

 

ბეჭდვა დაიწყო 1957 წელს განახლებულ ჟურნალ „ცისკარში“ გურამ რჩეულიშვილთან ერთად. პირველი მოთხრობა „სანამ ერთად ვართ“ დაწერა 1957 წელს, რომელიც ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა. პირველი წიგნი – „მზეა, თბილა“ 1965 წელს დაწერა. ეს იყო პირველი ნაბიჯი მაშინ გაბატონებული, ეგრეთ წოდებული სოციალისტური რეალობის მარწუხებიდან ქართული პროზის თავდაღწევისა, რამაც დასაბამი მისცა სალიტერატურო ასპარეზზე ახალი თაობის შესანიშნავი ქართველი მწერლების გამოჩენას.

 

გამოქვეყნებული წიგნები: „მზეა, თბილა“ – მოთხრობების კრებული(1965; ) „ცოდვილი“ – რომანი (1966);

 

„სიშორე“ – მოთხრობების კრებული (1967); „შურისძიება“ (1968);  „დევნილი“ – მოთხრობა (1968);

  

„სტუმარი“ – რომანი (1970);  „მოთხრობები“ (1971).

 

რომანების ტომი სათაურით – „ორი რომანი“ (1978); „ხმა მღაღადებლისა“ – რომანი (1982);  „აპრილი“ – მოთხრობების კრებული (1985);  თხზულებათა „ერთტომეული“ (1987);  „ჟამი“ – მოთხრობები (1989);

 

პუბლიცისტურ-კრიტიკულ თხზულებათა კრებული – „სიტყვები“ (1990);  „სისხლის წვიმები“ – რომანი (1993);  “ნაცრის კოშკი” – რომანი (2001);  „დევნილი“ და სხვა მოთხრობები (2009).

 

ფილმოგრაფია:

 

„კაშხალი მთაში“, სცენარის ავტორი, 1979 წ.

 

„დიდი მწვანე ველი“, როლი: მთავარი გეოლოგი, 1967 წ.

 

 

big_banner
არქივი