geo_flag eng_flag rus_flag

ძველი ქალაქის პატარა საიდუმლო
- +

17 ივლისი. 2016. 12:04


ბათუმის შესასვლელში ერთი ლამაზი სახლი დგას. ამ სახლს ბათუმელები „მდიდრების სახლს" ეძახდნენ. მართალია, ზუსტად არავინ იცოდა რა ხდებოდა შიგნით, თუმცა, მაინც გვერდს უვლიდნენ ხოლმე...


ყველაფერი კი არც თუ ისე შორეულ წარსულში დაიწყო... მე ეს ამბავი ასე წარმომიდგენია: საქმიანი იმიჯის მქონე კაცი მატარებლიდან კეისით ხელში ჩამოდის, გრძელი პალტო აცვია, ახურავს იმ  დროისათვის დამახასიათებელი ევროპული ქუდი და უკეთია სათვალე...


ეს ყველაფერი 1875 წელს ხდება...


თუმცა,მანამდე სამ ძმათაგან ერთ-ერთმა შემთხვევით აღმოაჩინა როგორ ამოდიოდა  მუქი, ზეთოვანი სითხის ნაკადულები პირდაპირ მიწიდან. ეს სამი ძმა რობერტი, ლუდვიგი და ალფრედ (რომელმაც ნობელის პრემია დააწესა) ნობელები იყვნენ. მათი დამსახურებით, 1878-1884 წლებში ბათუმი ,,პორტო-ფრანკოდ" იწოდებოდა.


რობერტმა ნავთობის აღმოჩენის შემდეგ, სასწრაფოდ მისწერა ძმებს:


„ბაქოდან ნავთობის ტრანსპორტირების ყველა შესაძლო მარშრუტს შორის, რეკომენდაციას გაძლევთ, აირჩიოთ მარშრუტი, რომელიც  საქართველოზე გადის, ვინაიდან ამ ორ ქვეყანას შორის, ტერიტორიული სიახლოვის გარდა, გაითვალისწინეთ მეგობრობისა და ერთმანეთისადმი ერთგულების სრულიად განუმეორებელი გრძნობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებობს აზერბაიჯანელებსა და ქართველებს შორის. ჩვენთვის, უცხოელებისთვის, ამ ფაქტორს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ყველა დანარჩენი მარშრუტი დაკავშირებულია გაცილებით უფრო დიდ რისკებთან, ვინაიდან არსად არ არის ისეთი ხელსაყრელი პირობები, როგორც ბაქოსა და თბილისში. ამიტომ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ სწორედ ეს მარშრუტი უნდა ავირჩიოთ".


ძმებმა ნობელებმა ბათუმში ნავთობტერმინალი ააგეს; ზღვის პირას უზარმაზარი ფოლადის რეზერვუარები აღიმართა. მათი მონაწილეობით მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები რკინიგზის ხაზზე ბაქო-თბილისი-ბათუმი. ააშენეს 835 კილომეტრი სიგრძის ნავთობსადენი; ნავთობსადენის ტრასაზე 16 სატუმბი სადგური იყო. სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები ხელით წარმოებდა, მილებს ერთმანეთთან ხრახნიანი ქუროებით აერთებდნენ და მათ ანტიკოროზიული იზოლაციით ფარავდნენ. ტრასის გასწვრივ სატელეფონო კავშირიც გაიყვანეს. მილსადენის ყველა ნაგებობა იმ დროისთვის მაღალტექნიკურ დონეზე შესრულდა, ხოლო თავად მილსადენი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იყო მსოფლიოში. მდინარე მტკვრის გადაკვეთის დროს მილსადენი რკინიგზის ხიდზე ჩამოკიდეს. სადენის გაყვანის კიდევ ერთი თავისებურება სურამის ოთხკილომეტრიან გვირაბში მისი გაყვანა იყო. მილსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 900 ათას ტონას შეადგენდა.


დღეს სახლი, სადაც ძმები ნობელები ცხოვრობდნენ, ძმები ნობელების ტექნოლოგიურ მუზეუმად იწოდება. სახლშ შეცვლილი აქვს პირვანდელი სახე ამოილუქა ფანჯრები, განადგურდა ბუხარი - გრანიტის ფილებით, შეცვლილია კოშკი...


 ეს შენობა ბევრ ისტორიას ინახავს როგორც ნაცნობს, ისე უცნობს... ასე რომ, როცა ბათუმში მოხვდებით, მოინახულეთ... კმაყოფილი დარჩებით...


 

არქივი