geo_flag eng_flag rus_flag

ბარემ ,,ვეფხისტყაოსანი’’ ხომ არ გადაგვეღო ?!
- +

15 ივლისი. 2016. 11:49


 

არდება თათბირი ,,დონ კიხოტის'' ეკრანიზაციის საკითხებზე. რევაზ ჩხეიძემ თან ინგლისელი კოლეგა მოიყვანა. სტუმარმა შეკრების მიზეზი რომ გაიგო, გაოცდა, რაღა შორს მიდიხართ, ბარემ ,,ვეფხისტყაოსანი'' გადაიღეთო.

 

- აი, ჩვენ კი გავთავხედდით - დასძინა მან - „ქართულ ფილმთან" ერთად გვინდა ამ ნაწარმოების გადაღება... მსახიობებიც კი შევარჩიეთ. თინათინს ითამაშებს ოდრი ჰეპბერნი, ნესტან - დარეჯანს - სოფი ლორენი, ტარიელს - პიტერ ო'ტული, ავთანდილს - ალენ დელონი, ფატმანს - ბრიჯიტ ბარდო, ფრიდონს - ენტონი ქუინი...


- რაღა ერთობლივი ფილმია, ჩვენ ვინღა უნდა ვითამაშოთ?! - ვერ დამალა უკმაყოფილება ვიღაცამ.


- როგორ თუ ვინ?! - საუბარში ჩაერია ნოდარ დუმბაძე - ამდენ ქაჯს თამაში არ უნდა?



 

არქივი