geo_flag eng_flag rus_flag

„შენ რომ შარვალი ჩეიწიო, არ ეწყინებათ“ - გურული ქალბატონის წერილი ქრისტინა აგილერას!
- +

12 ივლისი. 2016. 15:51



გურიაში გაგონილიდან:


წერილი ქრისტინა აგილერას!


გამარჯობა ქრიტინა!

გაწუხებ გურიიდან, შენი სეხნია ქრისტინე.

ნამეტანი გაგვიხარდა, შენი სტუმრობის ამბავი, რომ გევიგეთ ოჯახში. ჩვენ გიცნობთ, ჩემ შვილიშვილს შენი დიდი სურათი აქვს კედელზე გაკრული, შენ სპალნაში გადაღებული, თითონ კი ამბობს კონცერტზეაო, მარა არ მგონია, უყვარხარ ნამეტანი და გაქებს.

 

მითხრა, სიმღერის ოლიმპიდაზე 6 გრემი მოგიგია. გამიხარდა. ჩემმა ბაღანამაც მეიგო მასე მახარაძეში და გრემში იგიც წეიყვანა სკოლამ ექსკურსიაზე.

 

კაი საქმე ქნა ბიძინამ, მაგ კლუბის აშენებით, გეერთობა ხალხი. ჩვენ უკვე ევროპაში ვართ, წკიპზეა მაი ამბავი და ხომ გვინდა კაი სიმღერა და რა ქვია იმას? ხო შოუ! კი გვინდა... თუ არა მარტო თოხი და ბოსტანი შეიწირავს ხალხს...

 

აქანე , 5 ნომერი ვინცხაებია ერთი, ნაცები, ჩემი მეზობელი მაყვალაა მაგენთან. ატეხეს ერთი ამბავი, რათ გვინდა კლუბი და ქრისტინაო, გეიგებდი, მარა არ გეწყინოს, მაგენს "მიშა მაგარიას" გარდა აფერი არ მოწონთ... ჩვენ გვიყვარხარ მაგიორში.  ამერიკაში ჩემი ბაბუაც კი იყო საჯირითოდ, გადარია იქაურები, რომ ჩამევიდა მაშინ გავჩენილვარ და ქრიტინე ბაბუაჩემს დოურქმევია ჩემდა..

 

ცოტა კი გავს შენი სურათი ისე ბაბუას. რა ვიცი, ვბოდიალობ რაცხას...

 

რომ ჩამოხვალ გვესტუმრე კოფეზე...

 

გადაეცი შენებს მოკითხვა, ჩამევიდენ შეკვეთილში, ვასწავლით კრიმანჭულს, ბრინჯულას გამოვაცხობიებთ.... არ ინანებენ...

გკოცნი და გეფერები!.

 

პ.ს.ერთი იყო თბილისში ამასწინათ, კაცი. ჩეიწია შარვალი და ეწყინა ხალხს. შენ არ იფიქრო აგენი ველურებიაო, შენ რომ ქნა არ ეწყინებათ... პირიქით!".


ცნობისთვის, Black Sea Arena, რომელიც შეკვეთილში მდებარეობს, 30 ივლისს მსოფლიო პოპ-ვარსკვლავის კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნება.


ექვსგზის გრემის მფლობელი ვარსკვლავის შოუ-კონცერტზე დასწრების საშუალება 9500-მდე ქართველ და უცხოელ მსმენელს მიეცემა.




 

არქივი