geo_flag eng_flag rus_flag

ჯარისკაცის მამა, დღეს, 107 წლის გახდებოდა!
- +

1 ივლისი. 2016. 15:20


დღეს, პირველ ივლისს, სერგო ზაქარიაძის დაბადების დღეა, მას 107 წელი შეუსრულდებოდა...არ ვიცი ბატონი სერგო რამდენ ხანს იცოცხლებდა, მაგრამ ის 62 წელი, რა ასაკშიც გარდაიცვალა 1971 წელს, სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რათა თავისი წარუშლელი კვალი დაეტოვებინა თეატრსა თუ კინოში...სერგო ზაქარიაძის მთელი შემოქმედება და განვლილი ცხოვრება არის სწორედ ის თუ როგორი უნდა იყოს ხელოვანი, ამ შემთხვევაში მსახიობი ანუ თეატრისთვის შეწირული დიდი პიროვნება...ბატონ სერგოზე, მის მიერ გავლილ ცხოვრების თუ შემოქმედებით გზაზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, ეს თეატრმცოდნეებისთვის დამითმია...მე კი ბედნიერად ვრაცხ ჩემს თავს, რომ მოვესწარი ამ ბუმბერაზ მსახიობს, ვნახე მის მიერ განსახიერებული როლები, პირადად მიცნობდა და ახლობლად მთვლიდა...ეს უკვე ცალკე მოგონებების თემაა...ახლა კი მინდა შემოგთავაზოთ უნიკალური კადრები-სერგო ზაქარიაძე!

 

 

 

 

არქივი