geo_flag eng_flag rus_flag

ნიკო ფიროსმანაშვილის სურათი „სვირი“ ეროვნულ გალერეაში
- +

13 იანვარი. 2017. 10:39




13 იანვარს, 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება ნიკო ფიროსმანაშვილის სურათის „სვირი" პრეზენტაცია. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.


დამთვალიერებელს ექნება შესაძლებლობა, 39 წლის შემდეგ, პირველად იხილოს სურათი „სვირი". ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევარი მუზეუმმა 1930 წელს შეიძინა. მანამდე „სვირი" გიორგი ლეონიძის საკუთრება იყო. 1930 წლიდან დღემდე ის სულ სამჯერ - 1957,  1968, 1978 წლებში გამოიფინა. 1978 წლის შემდეგ, მძიმე დაზიანებების გამო, ნამუშევარი აღარ უნახავს ფართო საზოგადოებას.  


ეროვნული მუზეუმის რესტავრატორმა ნანა მანაგაძემ სურათს ხანგრძლივი სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარა. რესტავრაციის ურთულესი პროცესის დასრულების შემდეგ „სვირი" პირველად იფინება დამთვალიერებელთათვის.   


ნიკო ფიროსმანაშვილის აღნიშნულ სურათთან ერთად, მუდმივ ექსპოზიციაში ჩაერთვება „ნადირობა ინდოეთში" და „დათვი მთვარიან ღამეს".


სურათის პრეზენტაცია გაიმართება დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში (შოთა რუსთაველის გამზირი 11).


 

 

 

 

 

არქივი