geo_flag eng_flag rus_flag

თბილისში გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონული ფორუმი - „კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისათვის“
- +

7 დეკემბერი. 2016. 12:01



8-9 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის ეგიდით, თბილისში გაიმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონული ფორუმი - „კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისათვის".


ფორუმის ფარგლებში, 7 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შედგა შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვადასხვა ქვესექტორის პროფესიონალთა რეკომენდაციების საფუძველზე შექმნილი სამუშაო დოკუმენტის განხილვა. ქვეყანაში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისათვის საჭირო რეკომენდაციები ქვესექტორების მიხედვით ექსპერტთა ექვსმა ჯგუფმა წარმოადგინა.


დოკუმენტის სამუშაო ვერსია 7-9 სექტემბერს ჩატარებული შემოქმედებითი ინდუსტრიების  ქვესექტორული სამუშაო შეხვედრების საფუძველზე მომზადდა. მასში ასახულია 6 ქვესექტორის (სახვითი ხელოვნება; არქიტექტურა და დიზაინი; საშემსრულებლო-სანახაობითი ხელოვნება; კინო, აუდიოვიზუალური ხელოვნება და ციფრული მედია; კულტურული მემკვიდრეობა და რეწვა; ლიტერატურა და გამომცემლობა) საჭიროებები სამეწარმეო პოტენციალის გაძლიერების მიმართულებით.


7 დეკემბერს განიხილეს და სრულყვეს აღნიშნული დოკუმენტის სამუშაო ვერსია; 9 დეკემბერს მოხდება შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების შესახებ დოკუმენტში ასახული ხედვის გაზიარება ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან.


 შეხვედრას უძღვებოდა ფორუმ „შემოქმედებითი საქართველოს" კოორდინატორი ზვიად მჭედლიშვილი.



 

 

 

 

 

 

 

არქივი