geo_flag eng_flag rus_flag

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი თოჯინების საერთაშორისო გამოფენას „ArtDoll Tbilisi 2016“ უმასპინძლებს
- +

3 დეკემბერი. 2016. 13:00




3 დეკემბერს, 17:00 საათზე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (რუსთაველის 27) თოჯინების საერთაშორისო გამოფენას „ArtDoll Tbilisi 2016" უმასპინძლებს.ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრებიან.


გამოფენაში მონაწილეობენ მეთოჯინეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: პიარვიევზ გუსეინოვი, ირინა გუნდორინა (აზერბაიჯანი), კატარინა ვეშტაკო, ლაურა სკატოლინი (იტალია), პეტრო პინჩუკი, ოქსანა ვოროპაი (უკრაინა), ვერონიკა სიდო (ჩეხეთი), სვეტლანა ფჩელნიკოვა, ტარვი პინკი - ესტონეთი და სხვა. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება 20-მდე ქართველი მეთოჯინის, მათ შორის, თამარ კვესიტაძისა და თორნიკე გოგინაშვილისნამუშევრები.


პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო,  თბილისის მერია; ორგანიზატორი -  საქართველოს მეთოჯინეთა გაერთიანება „ჯეოდოლი", „Travel Trend" და „360...".


თოჯინების საერთაშორისო გამოფენა 5 დეკემბრამდე გაგრძელდება.


 

 

 

არქივი