geo_flag eng_flag rus_flag

Check in Georgia ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების WELCOME TO GEORGIA - ს გამარჯვებულია
- +

3 დეკემბერი. 2016. 01:35


Check in Georgia ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების WELCOME TO GEORGIA - ს გამარჯვებულია. მთავრობის მიერ ინიცირებული მასშტაბური პროექტი ჩჰეცკ ინ Gეორგია ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების WELCOME TO GEORGIA - ს გამარჯვებულია. 


პროექტმა ჯილდო „საუკეთესო ტურიზმის ინოვაციის“ ნომინაციაში მოიპოვა. Welcome Georgia ყოველწლიური ცერემონიაა, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიის საუკეთესო წარმომადგენლებს ავლენს.ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონიას ყოველწლიურად ქვეყნის სხვადასხვა ქალაქი უმასპინძლებს. 


Welcome Georgia -ს ფარგლებში მასშტაბური კულტურული ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. პროექტის ფარგლებში საქართველომ მსოფლიო ვარსკვლავებს უმასპინძლა. ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით, კონცერტები გაიმართა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. პროექტმა კერძო სექტორის ჩართულობა და დიდი ინტერესი გამოიწვია. 


Welcome Georgia-დან მიღებული თანხა კულტურის სამინისტრომ ინფრასტრუქტურაში მიმართა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების მასშტაბურ რეაბილტიაციას მოხმარდა.

არქივი