geo_flag eng_flag rus_flag

12 ნოემბერს „ფაბრიკაში“ გოგი მესხიშვილის დიზაინის სკოლის გამოფენა გაიმართება
- +

11 ნოემბერი. 2016. 17:46


 

12 ნოემბერს, 17:00 საათზე, „ფაბრიკაში", გოგი მესხიშვილის დიზაინის სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება. გამოფენაზე, რომელიც 18 ნოემბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილი იქნება სცენოგრაფიული პროექტები, ინსტალაციები,  ვიდეო არტი და 3D-ში შესრულებული პროექტები.

 

რუსთაველის თეატრთან არსებული გოგი მესხიშვილის თანამედროვე თეატრალური მხატვრობის სკოლა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 2014 წელს დაარსდა. სტუდენტები სამწლიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში სამ განზომილებაში ხატვას, ხაზვას, მოდელთან მუშაობას და სხვა პროფესიულ საგნებს ეუფლებიან. სახელოსნოში სწავლა უფასოა. თეატრალური მხატვრული სკოლის დამთავრების შემდეგ, სტუდენტებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ.



 

 

 

 

არქივი