geo_flag eng_flag rus_flag

ხვალ გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურულ კონკურს - „ერთგულების“ დაჯილდოება გაიმართება
- +

23 ოქტომბერი. 2016. 20:33



24 ოქტომბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის - „ერთგულება" გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.


ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე დაესწრება.


გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემია მინიატურის ჟანრში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პატრონაჟითა და ფონდ „კულტურათა დიალოგის" ინიციატივით, 2014 წელს დაარსდა. კონკურსის სახელწოდება - „ერთგულება", გოდერძი ჩოხელის ერთ-ერთი მინიატურის მიხედვით შეირჩა. პრემია  ყოველწლიურად გაიცემა.


2014 წელს, 200-ზე მეტი საკონკურსო ნამუშევრიდან კომპეტენტურმა ჟიურიმ სამი საპრიზო  და შვიდი საუკეთესო ნამუშევარი გამოავლინა. გამარჯვებულებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ფულადი პრემია გადაეცემათ.




 

არქივი