geo_flag eng_flag rus_flag

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ იწყება
- +

15 ოქტომბერი. 2016. 11:17


 



15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თუმანიშვილის თეატრის თეატრის ფოიეში, ფესტივალი „საჩუქარი" თემო გოცაძის პერსონალური  გამოფენით გაიხსნება.  ამავე დღეს 20:00 საათზე,  ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ევა იერბაბუენა მაყურებლის წინაშე წარსდგება წარმოდგენით „წვიმა",  ხოლო სპექტაკლის დასასრულს, ტრადიციულად გაიმართება მიხეილ თუმანიშვილის პრემიით დაჯილდოება - „ხელოვნებაში სრულყოფილებისათვის". 2016 წლის ლაურეატები არიან:  ევა იერბაბუენა, თემო გოცაძე, ჯოის მაკმილანი და ლაშა თაბუკაშვილი.


15 ოქტომბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, ქართულ თეატრალურ სივრცეში წარმოდგენილი იქნება  ევა იერბაბუენას, დიმიტრი კრიმოვის,  რიმას ტუმინასის, სერენა სინიგალიას, მიკელე პანელას  საუკეთესო დადგმები.


მაყურებელს საშუალება ექნება დაესწროს მსოფლიო სახელოვნებო ნიმუშებს გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან, აშშ-დან.


ფესტივალის ფარგლებში, იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით, წარმოდგენილი იქნება ახალი პროგრამა „ფოკუსშია იტალია". თუმანიშვილის თეატრის საგამოფენო სივრცე კი თემო გოცაძისა და მანანა მენაბდის  პერსონალურ  გამოფენებს უმასპინძლებს.


მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მხარდაჭერით ხორციელდება.




 

 

 

 

 


 

არქივი