geo_flag eng_flag rus_flag

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
- +

16 ოქტომბერი. 2017. 17:07



საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი თოვის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ71-კმ106 (ნადიბანი-კობი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია. კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.


ამავე გზის კმ1-კმ70 და კმ107-კმ139 მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს პერიოდში აღდგეს ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის საავტომობილო მიმოსვლა.



 

არქივი