geo_flag eng_flag rus_flag

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა
- +

16 ოქტომბერი. 2017. 16:57


საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ132 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


შეგახსენებთ, რომ ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ132 მონაკვეთზე ჩამოსული იყო მიწა-კლდის  შვავი, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აიკრძალა ავტოტრანსპორტის მოძრაობა.



 

არქივი