geo_flag eng_flag rus_flag

ქინძმარაულის ქუჩაზე, გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები
- +

16 ოქტომბერი. 2017. 14:07



ქინძმარაულის ქუჩაზე, გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. მომხდარ ფაქტს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ადასტურებენ.


აფეთქების შედეგად 3 ადამიანია დაშავებული. ისინი სტაციონარში არიან გადაყვანილი.


როგორც „რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 5 სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია. უწყების ინფორმაციით, ცეცხლი დიდ ფართობზე არ გავრცელებულა.


გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებულია შენობის სახურავი და დანადგარი.


 

წყარო : wyaro
არქივი