geo_flag eng_flag rus_flag

გიორგი გახარია: საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4.5%-ის ფარგლებში იქნება
- +

16 ოქტომბერი. 2017. 14:07



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4.5%-ის ფარგლებში იქნება.


„აღნიშნული ვარაუდის საფუძველს ერთი მხრივ, მაძლევს ის აქტივობები, რაც კერძო სექტორშია, ასევე ის კაპიტალური ხარჯები, რომელსაც სახელმწიფო ეწევა. ასევე ის ტენდენციები, რომლებიც გვაქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით და ის გაჯანსაღება, რაც საექსპორტო ბაზარზეა. ექსპორტი იზრდება საკმაოდ კარგად, შესაბამისად, ვთვლით, რომ ეს იქნება ძირითადი მაჩვენებლები, რომლებიც მოგვცემს საშუალებას, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს 4.5%-ის ფარგლებში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.



 

არქივი