geo_flag eng_flag rus_flag

ასეთი იქნება პირველი არხის ახალი შენობა
- +

14 ოქტომბერი. 2017. 23:38

პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული პროექტის შესარჩევად ხმის მიცემა დასრულდა. ყველაზე მეტი - 14227 ხმა შპს „თბილქალაქპროექტის" პროექტმა მიიღო. შპს BWC-ის პროექტმა - 7727 ხმა, ხოლო შპს „არტსტუდიო-პროექტმა" - 11127. გამარჯვებული პროექტი ოთხი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა: ფუნქციური მხარე, პრეტენდენტის გამოცდილება, პერსონალის გამოცდილება და მიწოდების ვადა. მეხუთე კრიტერიუმი - შენობის დიზაინია, რომელიც საზოგადოებამ ხმის მიცემის პრინციპით შეარჩია.


პროექტების ფუნქციური მხარე სპეციალურად დაქირავებულმა კომპანიამ შეამოწმა. სამშენებლო ტენდერი 6-7 თვეში გამოცხადდება, ხოლო მშენებლობა, სავარაუდოდ, 2020 წლისთვის დასრულდება. პირველმა არხმა, ისტორიაში პირველად, საზოგადოებას საშუალება მისცა, პირველი არხის შენობის დიზაინი აერჩია (http://1tv.ge/projects/poll/). 8 აგვისტოს მაუწყებელმა არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე კონკურსი გამოაცხადა, რის შემდეგაც, შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში აიტვირთა საკონკურსო დოკუმენტაცია, შესყიდვის ღირებულებით 1.032.048 ლარი.





 

არქივი