geo_flag eng_flag rus_flag

დავით მეფარიშვილი ალეკო ელისაშვილს: იქნებ ამაზე გასცე საზოგადოებას პასუხი!
- +

14 ოქტომბერი. 2017. 14:44


ყოფილი პოლიტპატიმარი დავით მეფარიშვილი სოციალურ ქსელში თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის შესახებ წერს:


„ეს ის მერობის კანდიდატია, ზოგ-ზოგიერთებს პატიოსანი, უმანკო, წესიერი და ლამისაა ანგელოზი რომ გგონიათ. ბევრმა არ იცის და ეს ვითომდა „პატიოსანი" კაცი სულაც არ გახლავთ პატიოსანი, ერთი ვიგინდარა, გარეწარი მიშისტია. ვითომ და, დამოუკიდებელი კანდიდატი რომ გგონიათ, თავის დროზე ერთ-ერთი ცრუ მოწმე იყო „კავკასიის" ეთერში დაპატიმრებული მართლმადიდებლობის დამცველი ბიჭების საქმეში. დღეს კი, მას მგონი, ამნეზია დაემართა და აღარ ახსოვს,  მისი (ერთ-ერთი ცრუ მოწმე) ჩვენების საფუძველზე 8 ახალგაზრდა რომ დააკავეს. მე მართლა მაინტერესებს, თბილისის მერობაზე რომ პრეტენზია გაგაჩნია, იქნებ ამაზე გასცე საზოგადოებას პასუხი?

 

P.S. და ისე, მაინც მაინტერესებს, ნეტავ ეს „პატიოსანი" კანდიდატი თავის თავთან მარტო რომ რჩება, სინდისის ქენჯნა თუ აწუხებს?" - წერს მეფარიშვილი და შემდეგ ფოტოებს აქვეყნებს:



 

არქივი