geo_flag eng_flag rus_flag

მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია
- +

9 აგვისტო. 2017. 00:20



თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერები ამ ეტაპზე ლოკალიზებულია.


როგორც მან აღნიშნა, მთაწმინდის ზემო ფერდობზე ამჟამად მეხანძრეები ინტენსიურად მუშაობენ, რათა ცეცხლის სრული ლიკვიდაცია მოხდეს.


„ქვედა ნაწილში, სადაც მოსახლეობას ჰქონდა შიში, იმყოფებიან სახანძრო ბრიგადები და პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ. მეხანძრეები მუშაობენ როგორც მანქანებით, ასევე სხვა დამხმარე საშუალებებით. მიმდინარეობს ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები. რთული რელიეფია. რთულად მისადგომი ადგილებია. ღამის საათებია. ბუნებრივია ხილვადობა ნაკლებია, თუმცა, სამაშველო სამსახურის ყველა ბრიგადა ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.














 

არქივი