geo_flag eng_flag rus_flag

მთაწმინდაზე ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოსაა, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
- +

8 აგვისტო. 2017. 22:49

 


ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის არეალი გაიზარდა.  როგორც „ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ცეცხლი წიწვოვან ხეებს უკიდია. ხანძარი ახლოსაა დასახლებულ პუნქტებთან, რის გამოც ბელინსკის ქუჩის მცხოვრებლები დროულ რეაგირებას მოითხოვენ. მათი ნაწილი სახლებიდან გამოსულია.


ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადა და შს სამინისტროს წარმომადგენლები. რთული რელიეფური პირობებიდან გამომდინარე ამ დრომდე სამაშველო სამსახურს სამაშველო ოპერაცია არ დაუწყია. ხანძრის შესახებ პირველადი ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.













 

არქივი