geo_flag eng_flag rus_flag

ვაზიანში კომპაქტურად ჩასახლებულ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს სამედიცინო გამოკვლევები და კონსულტაციები ჩაუტარდებათ
- +

17 თებერვალი. 2017. 11:36


18 თებერვალს, 10:00 საათზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და  ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ორგანიზებით,  დაბა ვაზიანის ამბულატორიაში კომპაქტურად ჩასახლებულ  ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები და კონსულტაციები ჩაუტარდებათ. პაციენტებს საჭიროებისამებრ  უფასოდ გადაეცემათ მედიკამენტებიც. ბენეფიციარებს 15 სხვადასხვა სამედიცინო პროფილის ექიმი-სპეციალისტი მოემსახურება.


სახელმწიფო უწყების მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია,  სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი სულხან აბესაძე და სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები.



 

არქივი