geo_flag eng_flag rus_flag

საჯარო სკოლებში სააღდგომო არდადეგების ხანგრძლივობა მცირდება
- +

17 თებერვალი. 2017. 03:34



განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგების დამატების გამო, აღდგომის არდადეგების ტერმინი აღარ იარსებებს. აღდგომის დღეებში სკოლები ოფიციალური დასვენების დღეებს, წითელ პარასკევს და ორშაბათს გამოიყენებენ.


„განხორციელდა ცვლილება და ვინაიდან საგაზაფხულო არდადეგებიც გვექნება, აღდგომის დღესასწაულზე სკოლებიც ისევე დაისვენებენ, როგორც სხვა სამსახურები: მიმდინარე წელს, წითელ პარასკევს - 14 აპრილს და ორშაბათს - 17 აპრილს. შაბათი და კვირა კი ყველასთვის დასვენების ღეა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.


საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად განისაზღვრულია 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად - 15 ივნისი. იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს, ხოლო თუ 15 ივნისი ემთხვევა დასვენების დღეს, სასწავლო წლის დასრულების თარიღად განისაზღვრება 15 ივნისის წინა პარასკევი. ზამთრის არდადეგები განისაზღვრება 30 დეკემბერიდან 15 იანვრამდე. საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან 15 მარტამდე. ზაფხულის არდადეგები 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე.


 

არქივი