geo_flag eng_flag rus_flag

საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ ბენეფიციარების ორგანიზებით ტრადიციული საახალწლო კარნავალი ჩატარდა
- +

29 დეკემბერი. 2016. 14:54



საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას" ბენეფიციარების ორგანიზებით რესტორან „თამარიონში" ტრადიციული საახალწლო კარნავალი ჩატარდა.


ღონისძიებაში მონაწილეობა ბენეფიციარებთან ერთად საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, ადგილობრივი ხელისუფლების, მასმედიის, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს და საახალწლო ნომრები წარმოადგინეს.


კარნავალს მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

„ჩემო ძვირფასებო, დღეს თქვენ არაჩვეულებრივი დღესასწაული მოაწყვეთ, რამაც წინასაახალწლო განწყობა კიდევ უფრო აამაღლა. მინდა ყველას მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი, შობა-კალანდა და გისურვოთ ჯანმრთელობა, სიხარული, ბედნიერება, სურვილების ასრულება და წინსვლა. უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ", - მიმართა გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ ბენეფიციარებს.

 

 

 

 

არქივი