geo_flag eng_flag rus_flag

დღეს ზურაბ ჟვანიას 53 წელი შეუსრულდებოდა: მისი ცხოვრება და გარდაცვალების ბურუსით მოცული საქმე
- +

9 დეკემბერი. 2016. 15:51



დღეს, ყოფილი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადებაც გაავრცელა.

„დღეს ჩვენი დროის თვალსაჩინო პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის, ჩემი მეგობრისა და თანამებრძოლის, ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა.

განუზომელია ზურაბის წვლილი თავისუფალი საქართველოს შენებაში. მისმა ძალისხმევამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების, არამედ მთლიანად საზოგადოების, მედიის, სამოქალაქო სექტორის დღევანდელი სახე, მტკიცე საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის დემოკრატიულ აღმშენებლობას, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებს და ქართული პარლამენტარიზმის განვითარებას.

ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში გაკეთებული დიდი საქმეებით ზურაბ ჟვანიამ გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა იმ ისტორიული სახელთა შორის, ვინც არაერთი თაობისათვის კვლავ იქნება ორიენტირი ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე“ – განაცხადა მარგველაშვილმა.

The oppositional leaders Mikhail Saakashvili (L), Zurab Zhvania (C) and Elene Tevdoradze (R) address to people during the oppositional demonstration in the center of Georgian capital Tbilisi, Friday 14 November 2003. Georgian President Eduard Shevardnadze has warned against a civil confrontation in the country, which 'could grow into civil war'.  EPA/EYE OF GEORGIA

ზურაბ ჟვანია თბილისში 1963 წლის 9 დეკემბერს დაიბადა. 1985 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1985-1992 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო; 1985 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად, ცნობილი მეცნიერების მხარდაჭერით ჩამოაყალიბა ეკოლოგიური ასოციაცია, რომლის ბაზაზეც შეიქმნა “საქართველოს მწვანეები”(1988).

eduard_shevardnadze_mikheil_saakashvili_nino_burjanadze_zurab_zhvania_11306

ზურაბ ჟვანიას თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პარლამენტმა პოსტ-საბჭოურ სივრცეში პირველმა შექმნა სრულიად ახალი საკანონმდებლო სისტემა, დაფუძნებული დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო საზოგადოებაში. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი, ძლიერი და გავლენიანი სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მასმედიის ჩამოყალიბებაში. ჟვანია იყო:

ევროპის მწვანეთა გაერთიანება, თანათავმჯდომარე (1992-1993)

პარტია “გაერთიანებული დემოკრატები”, ერთ-ერთი დამფუძნებელი (2002-)

საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარე (1995-1999)

საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარე (1999-2001)

საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, გენერალური მდივანი (1993-1997)

საქართველოს მწვანეთა პარტია, ცენტრალური საბჭოს თავმჯდომარე (1988-1993)

საქართველოს პრემიერ მინისტრი (2004-2005)

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი (2003-2004)

eduard_shevardnadze_mikheil_saakashvili_nino_burjanadze_zurab_zhvania_11308

ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს, (41 წლის ასაკში) გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მისი გარდაცვალება დღემდე ბურუსით არის მოცული. ჟვანიას ცხედარი ქვემო ქართლის ყოფილი ვიცე-გუბერნატორის რაულ იუსუფოვის ცხედართან ერთად თბილისში, ნაქირავებ ბინაში აღმოაჩინეს. მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა შემთხვევის შემდეგ განაცხადა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო, რომელსაც ჟვანია და რაულ იუსუფოვი შეეწირნენ.  დღემდე ექსპრემიერის გარდაცვალების მიზეზად ბუნებრივი აირის შედეგად ინტოკსიკაცია სახელდება, თუმცა, ამ ვერსიას ოჯახის წევრები არ ეთანხმებიან და ვარაუდობენ, რომ ჟვანია მოკლულია. ცოტა ხნის წინ, ჟვანიას საქმეზე ბრალდებული ექსპერტი, რომელსაც ექსპერტიზის გაყალბება ედებოდა ბრალად, სასამართლომ გაამართლა.

zurab_jvania-14

zurab_kiknadze-038




 

წყარო : wyaro
არქივი