geo_flag eng_flag rus_flag

ირაკლი გედენიძე: 26 მაისს ნაცემი გიორგი მამაცაშვილი ძლივს ვიცანი...
- +

7 დეკემბერი. 2016. 01:28




„არსად მიხსენებია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი ვიყავი. უბრალოდ ერთ მომენტში გამიმართლა და ასევე გამოცდილება მქონდა საომარ ან დარბევების სიტუაციაში, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, სად დავმდგარიყავი, როგორ გადამეღო რომ შეუმჩნეველი ვყოფილიყავი",- ამის შესახებ ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ „tvპირველის" ეთერში ისაუბრა და 2011 წლის 26 მაისის მოვლენები გაიხსენა. როგორც გედენიძემ განაცხადა, აქციაზე ადმინისტრაციის თანამშრომლობა მხოლოდ ერთხელ გამოიყენა.


„ადმინისტრაციის თანამშრომლობა გამოვიყენე პოლიციელებთან, როდესაც ჟურნალისტმა გიორგი მამაცაშვილმა თვითონ მიცნო. ვერც ვიცანი თავიდან, საშინლად ნაცემი იყო. მთხოვა -  არ მიჯერებენ, რომ ჟურნალისტი ვარ და მიშველეო... პატრულის თანამშრომელს ჰყავდა დაკავებული, მამაცაშვილს უკვე ხელბორკილები ჰქონდა დადებული და ვთხოვე გაეშვა. პატრულის თანამშრომელს დავუმოწმე, რომ ის ნამდვილად ჟურნალისტი იყო. სხვათაშორის, დამიჯერეს და გაუშვეს",- განაცხადა გედენიძემ. 

 

 

 

 


 

არქივი