geo_flag eng_flag rus_flag

მიხეილ დუნდუა: გუშინ რაც მოხდა, ეს იყო საქართველოს საბანკო სექტორის სირცხვილი!
- +

2 დეკემბერი. 2016. 15:05

 

 

ეკონომიკის ექსპერტმა მიხეილ დუნდუამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუშინ მომხდარი ფაქტი ლარის კურსთან დაკავშირებით საქართველოს საბანკო სექტორის სირცხვილი იყო.


„გუშინ რაც მოხდა, ეს იყო საქართველოს საბანკო სექტორის სირცხვილი. ის, რაც გუშინ უმსხვილესმა მოთამაშეებმა გააკეთეს, ამის გამო უმკაცრესად უნდა მოეთხოვოთ მათ პასუხი. ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება და ამის გამო ისინი უნდა დაისაჯონ. ეს, რაც გაკეთდა, იყო მოქმედება ხალხის წინააღმდეგ. ეს უკვე სცილდება ეროვნული ბანკის ფარგლებს, ამით სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ", - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.


მისი თქმით, არ არის ნორმალური, როდესაც კურსი ერთ დღეში ჯერ 2.70-ს გადასცდება, ხოლო შემდეგ 2.60-ზე ქვემოთ ჩამოდის და დასძინა, რომ ამ საქციელის გამო პასუხი უნდა აგოს ყველამ.


„პასუხი უნდა აგოს ყველამ გუშინდელი საქციელისთვის. გუშინ რასაც ვუყურე, ეს არ იყო ნორმალური პროცესი. რატომ მოხდა ეს? იმიტომ, რომ იმ ბანკებმა, რომლებიც ფულს აწვდიან სავალუტო ჯიხურებს და მიბმულები არიან, გაითამაშეს. მერე მიხვდნენ, რაც მოხდა. 2.70-ს გადაშორდა და მერე 2.60-ს ქვემოთ ჩამოვიდა. მარტივად გამოჩნდა სიტუაცია. ის რომ 2.70-ზე შენარჩუნებულიყო, შეიძლება ასე თამამად განცხადებები არ გაგვეკეთებინა, მაგრამ არ შეიძლება, კურსი 2.70-ს გადაშორდეს და იმავე დღეს 2.58 გახდეს იმავე სავალუტო ჯიხურებში", - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

 

 

 

 

არქივი