geo_flag eng_flag rus_flag

ილია მეორე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქართველ და რუს პოლიტიკოსებს შორის ურთიერთობა გავაუმჯობესოთ
- +

21 ნოემბერი. 2016. 15:00

 

 

სასურველია, ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა უკეთესი  იყოს, ვიდრე არის დღეს  - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მოსკოვში, რუსეთის პატრიარქ კირილთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ილია მეორემ აღნიშნა, ორი ქვეყნის მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ რუს და ქართველ პოლიტიკოსებს შორის ურთიერთობა გააუმჯობესონ.

„საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ჩვენი სახელმწიფოებისა  და ხალხისთვის. ჩვენი ეკლესიები აძლევენ მაგალითს პოლიტიკური მოღვაწეებს ჩვენ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით. უნდა ვთქვათ, რომ გასულ წლებში საქართველოში არასოდეს ყოფილა იმდენი დამსვენებელი რუსეთიდან, როგორც ახლა.  ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. სასურველია, ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა უკეთესი  იყოს, ვიდრე არის დღეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის ურთიერთობა გავაუმჯობესოთ. ვფიქრობ, რომ ეს გამოგვივა. ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს და  ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ“, - აღნიშნა საქართველოს პატრიარქმა.

ილია მეორე მოსკოვში, პატრიარქ კირილის 70 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობს.

წყარო : wyaro
არქივი