geo_flag eng_flag rus_flag

ლიბანის ქუჩაზე ახალი სპორტული მოედანი მოეწყო
- +

11 ნოემბერი. 2016. 16:14


 

ავჭალის დასახლებაში, ლიბანის ქუჩაზე, ახალი სპორტული მოედნის მოწყობა დასრულდა. 573 კვ.მ ფართობზე დაიგო  ხელოვნური საფარი; მოედანი შემოიღობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მავთულ-ბადით; დამონტაჟდა კალათბურთის ფარი და ფეხბურთის კარი; მოეწყო მინაპლასტიკის დამცავი ჯებირი. აღნიშნული სამუშაოებისთვის, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან,  35 216 ლარი დაიხარჯა.


გლდანის რაიონის მასშტაბით, ახალი სპორტული მოედნები ეწყობა კიდევ 5 მისამართზე: გლდანის მე-7 მ/რ-ის მე-19 კორპუსთან, გლდანის მე-5 მ/რ-ის 21-ე კორპუსთან, გლდანის მე-4 მ/რ-ის 112-ე კორპუსთან, გლდანის ხევში მე-6 კორპუსთან და მუხიანის მე-2 მ/რ-ის მე-8 კორპუსთან. აღნიშნულ ობიექტებზე სამუშაოები თვის ბოლომდე დასრულდება.


გარდა ახალი სპორტული მოედნების მოწყობისა, რაიონის მასშტაბით, შვიდ არსებულ სპორტულ მოედანსაც უტარდება სარემონტო სამუშაოები.  ამ ეტაპზე სპორტული მოედნების მოწყობისა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, 338 239 ლარია გამოყოფილი.


2016 წლის მონაცემებით, სულ, 21 ობიექტზე მოხდა სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, რაშიც 838 997 ლარი დაიხარჯა.


ლიბანის ქუჩაზე, სპორტული მოედნის მოწყობის გარდა, სხვა ინფრაქტრუქტურული პროექტებიც ხორციელდება. ცოტა ხნის წინ ლიბანის #19-ში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავარჯიშო ტრენაჟორების მოეწყო. გარდა ამისა, ლიბანის #15-ში სრულდება ბილიკისა და ახალი კიბის მოწყობა, ლიბანის #1-ში კი შშმ პირთათვის პანდუსი გაკეთდა.


გლდანის რაიონის მასშტაბით, ინფრაქტრუქტურული და კეთილმოწყობის სამუშაოები სხვა ობიექტებზეც მიმდინარეობს.




 

არქივი