geo_flag eng_flag rus_flag

მეუფე ანდრია: საქართველოს ეკლესია მხარს უჭერს ევროატლანტიკურ არჩევანს
- +

10 ნოემბერი. 2016. 22:15

 

ნატოს შტაბბინა


 

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურმა დელეგაციამ დაასრულა ისტორიული შეხვედრები ნატოს შტაბბინაში, სადაც სინოდის წარმომადგენლებს ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ინფორმაცია მიაწოდა ჯეიმს აპატურაიმ, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ქართველ მღვდელმთავრებს აპატურაიმ „ძალიან ინფორმირებული“ ადამიანები უწოდა და აღნიშნა, რომ „ისინი მხარს უჭერენ საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკურ არჩევანს“. იგივე გაიმეორა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში გორის და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ, რომელმაც ჩვენს შეკითხვებს ტელეფონით უპასუხა ბრიუსელიდან.

 

 

წყარო: http://www.radiotavisupleba.ge

არქივი