geo_flag eng_flag rus_flag

ვეტერანები ფონდ „ფენიქსის“ პროექტებში ჩაერთვებიან
- +

10 ნოემბერი. 2016. 15:31




ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და  ფონდ „ფენიქს  ლზ"-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. საერთაშორისო საქველმოქმედო  ფონდი „ფენიქსი" რამდენიმე თვეა პროექტ „ლურჯ ფრინველს " ახორციელებს. პროექტი  შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას ემსახურება.


„ჩვენი შესაძლებლობები შეუზღუდავია" - ასეთია „ლურჯი ფრინველის" დევიზი. პროექტი გრძელვადიანია და შშმ პირებისთვის სხვადასხვა სფეროში დახმარებას ითვალისწინებს.  საწყის ეტაპზე ფუნქციონირებს ავტოსკოლა, სადაც ყველა ვეტერანს და ვეტერანის ოჯახის წევრებს  საშუალება ეძლევათ, შეისწავლონ ავტომობილის მართვა, ასევე შშმ ვეტერანებს - ადაპტირებულ ავტომობილებზე. სამომავლოდ დაგეგმილია დისტანციური სწავლების დანერგვა,  შშმ პირების სხვადასხვა სპორტულ  და სახელოვნებო წრეებში ჩართვა და ა.შ.


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მხარეები, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, მიზნობრივ აქტივობებს განახორციელებენ, რაც შშმ ვეტერანთა საზოგადოებაში ინტეგრაციისკენ იქნება მიმართული. პროექტის ფარგლებში ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები  „ლურჯი ფრინველის"  პროექტებში ჩაერთვებიან.





 

არქივი